Monday, December 22, 2008

მაძიებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, პაატა პაპავასთან და პავლე თვალიაშვილთან ერთად.
მენტორ-მაძიებლები ბატონ პავლე თვალიაშვილთან ერთად.










        მე ვარ სოფიო მამაჯანაშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაწყებული მაძიებლობის საპილოტე პროგრამის მონაწილე. ვარ მასწავლებლობის მაძიებელი თბილისის 52_ე საჯარო სკოლაში. სპეციალობოთ დაწყებითი კლასის მასწავლებელი.



        ჩემი მენტორისა და მისი კოლეგების მიერ GEARN-ის პრეზენტაციისას შევიტყვე ამ საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის შესახებ, რომელსაც აქვს დამტკიცებული და აგრეთვე საცდელი პროექტები, მათ კი ჩემი კოლეგები ქმნიან. დიდი სურვილი გამიჩნდა ერთერთი მათგანი განმეხორციელებინა მოსწავლეებთან ერთად, ავირჩიე პროექტი ''ჩემი საცხოვრებელი ადგილი'' ფასილიტატორი- ხათუნა ქუმელაშვილი.



        კლასის ხელმძღვანელმა შემომთავაზა ჩამომეწერა იმ მოსწავლეთა სახელები რომლებთანაც ვისურვებდი ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობას. პარალელურად კი მოსწავლეებთან გააკეთა ამ პროექტის პრეზენტაცია და სთხოვა ვისაც სურვილი ჰქონდა ამ პროექტზე მუშაობისა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. აღმოჩნდა რომ ჩვენი სურვილები თანამშრომლობისა დაემთხვა.



        ამის შემდეგ კი დავიწყე ფიქრი პროექტის '' ჩემი საცხოვრებელი ადგილის'' განხორციელებაზე და გასვლელ ეტაპებზე. მენტორის დახმარებით გავაკეთე ზოგადი მონახზი.



        მესამე კლასში ჩამოყალიბდა ერთი ჯგუფი, შეხვედრაზე მოსწავლეებს გავაცანი ეს პროექტი, ავუხსენი მათ, ამ პროექტის შინაარსი, სარგებლობა. მოვისმინე იდეები შევთანხმდით და დავწერეთ როგორი ეტაპების გავლა მოგვიწევდა გავარკვიეთ რისი გაკეთება შეგვიძლია უბნის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად და რა რესურსები დაგვჭირდება ამისათვის.







        • შევთანხმდით რომ მოვინახულებდი მათ საცხოვრებელ ადგილს, მიმდებარე ტერიტორიას გადავუღებდით სურათებს.





        • ჩამოართმევდნენ ინტერვიუს უხუცეს მეზობელს, ზოგი წიგნებიდან მოიძიებდა ინფორმაციას.





        • დახატავენ საკუთარ უბანს, მათთვის სასურველ ადგილებს





        • მოპოვებული ინფორმაციების დახმარებით შევქმნი ბლოგს და შემდეგ მოხდება ამ ნამუშევრების პრეზენტაცია.





ამ პროექტზე მუშაობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, გვქონდა კონსულტაციები და შეხვედრები ამ პროცესში სიხარულით ჩაებნენ მშობლებიც.





გთავაზობთ ჩვენს მოკრძალებულ ნამუშევრებს.